შესვლა
რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი


დღის ჰოროსკოპი – 20.04.2013

20-04-2013, 14:54
ავტორი desktop
ნანახია 829

დღის ჰოროსკოპი – 20.04.2013

ვერძი » აკტიური და წარმატებული დღეა, იმ ადამიანებისათვის, ვინც ბიზნესით არის დაკავებული. საყვარელ ადამიანთან შეხვედრისას შეიძლება სერიოზულად გაგირთულდეთ ურთიერთობა. დაეხმარეთ ახლობლებს და ისინი მადლობელნი დაგრჩებიან.

კურო » დღეს ზედმეტად ემოციური იქნებით, რაც ხელს შეგიშლით ხალხთან ურთიერთობაში. საღამოს თავს მარტოსულად იგრძნობთ. მიზეზი საკუთარ თავში ეძებეთ. გული გადაუშალეთ ოჯახის წევრებს და განწყობილება გამოგიკეთდებათ.

ტყუპები » მოაგვარეთ მატერიალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული პრობლემები. არ შეგეშინდეთ მოსალოდნელი უსიამოვნო საუბრის. მოერიდეთ სწრაფ გადაწყვეტილებებს. საქმიანი შეხვედრა გექნებათ, რაც მომავალში მრავალ წარმატებას მოგიტანთ.

კირჩხიბი » ეს დღე თქვენთვის შედარებით შფოთიანი და საინტერესო იქნება. ემოციები ცოტა მოთოკეთ, თორემ გარშემომყოფებთან შეიძლება ურთიერთობა გაგირთულდეთ. თქვენი საქმიანობა თქვენივე კეთილდღეობისთვის ზრუნვაა. შედეგის მისაღწევად არ მოგიწევთ გადაწყვეტილების შეცვლა. მოგეთხოვებათ დინამიკური მოქმედება. დღის ბოლომდე თქვენს პოზიციას მკვეთრად გამოავლენთ.

ლომი » დღეს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უცაბედ უმნიშვნელო ნათქვამს. შეხვედრა გექნებათ თქვენს მევალესთან. ამ პერიოდში ხშირად გექნებათ საქმე ადამიანებთან, რომლებიც რაღაცით არიან თქვენთან დავალებულები.

ქალწული » მოგეცემათ შანსი, თქვენი გეგმები და იდეები რეალობად აქციოთ. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მცირეოდენი ვნებათაღელვაა მოსალოდნელი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გადაუშალეთ მათ გული, ისინი პრობლემის მოგვარებაში აუცილებლად დაგეხმარებიან.

სასწორი » თუ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტეთ ან გსურთ, რადიკალურად განსხვავებულ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, ეს დღე ამისთვისაა განკუთვნილი. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.

მორიელი » დღეს თქვენთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება იმის შესრულება, რაც თქვენგან დისციპლინირებულობასა და მორჩილებას მოითხოვს. ნუ შეეცდებით თქვენი იმპულსურობის მოთოკვას, ამით მხოლოდ და მხოლოდ დაიღლებით. შეეცადეთ იმპულსურობასაც გამოუძებნოთ რამე გამოყენება.

მშვილდოსანი » დღევანდელი დღე ემოციურად დატვირთული გექნებათ. ეცადეთ მნიშვნელოვანი პროექტები სამსახურში დღეს წამოიწყოთ. ემოციებმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ პირად ცხოვრებაში.

თხის რქა » თქვენ დღეს წარმატება გელით საქმიან ცხოვრებაში. კოლეგების თვალში თქვენი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად ამაღლდება. ყურადრება გაამახვილეთ ოჯახურ საქმეებზეც. უარს ნუ იტყვით პაემანზე.

მერწყული » გაურკვეველი მიზეზების გამო, დღეს შეიძლება არაადეკვატური რეაქციები გამოავლინოთ ამა თუ იმ სიტუაციაში.შესაძლოა თქვენი ნათქვამიც კი სავსებით განსხვავდებოდეს იმისგან, რისი თქმაც გსურდათ. ეცადეთ ნაკლებად იქონიოთ კონტაქტი უცხო, მით უფრო თქვენთვის არც ისე სასიამოვნო ხალხთან.-უმჯობესი იქნება დღეს განმარტოვდეთ.

თევზები » თუ ვიღაც ფიქრობს, რომ დღეს მისი განკარგულებების შემსრულებელი იქნებით, ძალიან ცდება. დღეს ძალიან გაჯიუტდებით და არავის არაფერს დაუთმობთ. dle

 



ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება!