შესვლა
რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი


მაინც რა არის სიყვარული?! თავი 5

26-07-2013, 19:34
ავტორი KaTooO
ნანახია 877

მაინც რა არის სიყვარული?! თავი 5

„ახლა მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა გამისვარო ხალათი იდიოტო!“_გაიფიქრა ნატამ და ტაქსში ჩაჯდა.კაფეში შესულს თვალში მოხვდა ალექსანდრე ვიღაც გოგონასთან ერთად საკმაოდ საინტერესო სიტუაციაში.
_ჩემო საყვარელო,როგორ მომენატრე_დიდი ოვაციებით მივარდა ალექსის და გვრიტებს შუაში ჩაუჯდა
_აქ რა გინდა?!_ალექსი
_სადაც ჩემი სიყვარული იქნება მეც იქ უნდა ვიყო..როგორ მომენატრე ჩემო კარამელო_ჩაეხუტა ალექსის და ყურში ქართუალდ ჩასჩურჩულა_ჩემმა ხალათმა მოკითხვა შემოგითვალა კრეტიკო_ეს გოგონა ვინაა?!_გახედა ალექსის პროტეჟეს,ის გოგონა კი გაკვირვებული იყურებოდა
_გოგონი ჩემს საქმროსთან რას აკეთებ?! თუმცა ხო ჯერ საქმროა და შეუძლია გაერთოს რატომაც არა!არა საყვარელო_გადახედა ალექსის
_ნატა!_მკაცრად მიმართა ალექსიმ_მერე იმ გოგონას გადახედა
_იდიოტო!_ფეხზე წამოვარდა გოგონა,ალექსის მწარე სილა უთავაზა და გაბრაზებული გაიქცა.
_იცი რამდენი ხანი ვკერევდი?!_გამწარებულმა გადახედა ნატას
_დიდი ხანი ნამდვილად არა,ჯერ სულ 4 დღე რაც აქ ვართ_ნატა
_კარგი საყვარელო,ეგრე იყოს_გაუღიმა ალექსიმ და ნატა მკლავებში მოიქცია და აკოცა
_რას აკეთებ?!_მოიშორა ნატამ
_საცოლეს ვკოცნი არ შეიძლება_ალექსი_მაგრამ რა ცუდი საცოლე ამირჩევია კოცნაც კი არ იცის_ალექსი
_ვერ გიტან!_დაუყვირა ნატამ
_ვერც მე გიტან,იმიტომ რომ..._წინადადება აღარ დაამთავრა ალექსანდრემ
_რომ რა?!_ნატა
_არაფერი...იცოდე ასეთი რაღაც მეორედ არ გააკეთო ახლა გაპატიებ_ალექსი
_შენი საპატიებელი არაფერი მჭირს გატუტუცებული ბიჭო.შენი თავი ვინ გგონია?!გაფრთხილებ გზაზე აღარ გადამეღობო...სათამაშო ბიჭი ხარ,მეტი არაფერი! ეს გოგოები არ გეცოდება?! იცოდე ეგ საქციელი ერთ დღესაც დაგღუპავს..არასერიოზული ადამიანი ხარ!_ნატა
_მადლობა,ამდენი კომპლიმენტი ჩემთვის არასოდეს გითქვამს_სიტყვა ბანზე აუგდო ნატას_ახლა კი თუ ნებას დამრთავ წავალ...ხო მართლა შენ ერთი დაბოღმილი გოგო ხარ,იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ არასოდეს არავის ყვარებიხარ,არც არავინ გყავრებია.მოკლედ ჩემო ნატა ერთი შინაბერა გოგო ხარ
_რაა!?_აღშფოთდდა ნატა

ამის შემდეგ 3 კვირა გავიდა.სახლში თითქოს და სახლს დაემსგავსა.არანაირი ჩხუბი,კამათი.ალექსანდრეს ხშირად ნახავდით ჩაფიქრებულს,მაგრამ ცხოვერების ტემპი ისეთივე ჰქონდა როგორც ადრე,მის გარშემო როგორც ყოველთვის ბევრი გოგო ტრიალებდა.რაც შეეხება ნატას ძალიან დაუახლოვდა დემეტრეს.თითქმის ყოველ საღამოს ხვდებოდნენ ერთმანეთს.გავიდოდა თუ არა ნატა სახლიდან,ალექსანდრეს ხასიათი ეცვლებოდა.ბევრჯერ უფიქრია იმაზე,თუ რატომ ადარდებდა ნატა,მაგრამ პასუხს ვერ ხვდებოდა,ან ხვდებოდა და საკუთარ თავს არ უტყდებოდა.
შაბათი დღე იყო.ნატა გიოსთან შევიდა
_გიო რაღაც უნდა გითხრა_ნატა
_დღეს ჩვენ რომ დავდივართ,აი იმ კინოთეატრში “the notebook”_ს აჩვენებენ_ნატა
_მერე?!_ნატა
_მერე ის რომ სოფო დაპატიჟე,გავიგე ეგ ფილმი ძალიან ყვარებია,თან სიყვარულზეა და..._ნატა
სწორედ ამ დროს ნინიმ დაუძახა გოგონას
_ნატ,შენთან არიან,ჩადი_ნინი
_ვინ?!რა უნდათ?
_არ ვიცი_მხრები აიჩეჩა ნინიმ
_გიო ნახე რა მაქვს_ჯიბიდან რაღაც ამოიღო ნინიმ
_ეს რა არის?!_გაუკვირდა გიორგის
_ბილეთები,კონოს ბილეთები,გჩუქნი_თვალი ჩაუკრა ნინიმ
_შენც იცი?!_გიო
სწორედ ამ დროს ნატაც დაბრუნდა ამანათით ხელში.
_ეს რა არის?!_იკითხა ნინიმ
_არ ვიცი,მოდი ოთაში შევიდეთ და ვნახოთ,შენ კი_მიუბრუნდა გიოს_აბა შენ იცი
ნატამ ყუთი ოთახში შეიტანა,ნინიც შეყვა.გოგონებმა ყუთი სასწრაფოდ გახსნეს.შიგ ძალიან ლამაზი,წითელი ფერის საღამოს კაბა იყო.
_რა ლამაზია,ვინ გამოგიგზავნა?!_იკითხა ნინიმ
_არ ვიცი,მაგრამ ვხვდები..მოიცა კონვერტია_ნატა
_მისი სწრაფად გახსენი_გაიღიმა ნინომ_აბა რაო,ვინაა?! ან სად გეპატიჯება?!
_დემეტრესგანაა,ამას წინ ერთ_ერთ წვეულებაზე დამპატიჟა ხოდა მე უარი ვუთხარი,ახლა კიდე მწერს რომ 9ზე გამომივლის._ნატა
_მაჩვენე აბა წერილი_ხელიდან გამოსტაცა ნინიმ
„ჩემო კარგო იმედია ჩემი საჩუქარი მოგეწონება.დარწმუნებული ვარ ამ კაბაში მზესავით იბრწყინებ,თუმცა ისედაც ბრწყინავ.9საათზე გამოგივლი. დემეტრე“
_ოოოო ნატა აბა რას აპირებ წახვალ?!_ნინი
_რატომაც არა დავუმტკიდებ რომ შინაბერა არ ვარ!_ნატა
_ვის დაუმტკიცებ?!_ჩაეძია ნინი
_არავის,კარგი ახლა უნდა მოვემზადო ხომ დამეხმარები?!_ნატა
_რა თქმა უნდა,მაგრამ ყველაფერს მომიყვები შენზე,დიტოზე და კიდე ალექსანდრეზეც_ნინი
...
საღამოს გიო და სოფი კინოში წავიდნენ,ნინი და ნატა ოთახში ჩაიკეტნენ,დანარჩენები კი სასტუმრო ოთახში ფილმს უყურებდნენ.
_გავიგე ამანათი ვინ გამოუგზავნა ნატას?_სხვათაშორის იკითხა ალექსიმ
_ეჭვიანობის სუნი მცემს_მარი_დიტომ გამოგზავნა
_ახლა თვითონ სადა?!_თაზო
_ეგ და ნინი ზემოთ არიან,ემზადება ნატა_მარი
_რისთვის?!_ჩაეძია ალექსი
სწორედ ამ დროს ნაბიჯების ხმაც გაისმა და ნატა და ნინი გამოჩდნენ.
_ნატაა?!_ერთხმად ამოხდა თაზოს და დათოს
_როგორ გამოვიყურები?!_დატრიალდა ნატა
_ძალიან ლამაზი ხარ_აღმოხდა ალექსის
_ასე ვისთვის გამოიპრანჭე?!_დათო
_ჩემთვის_გაუღიმა ნატამ
_სად მიდიხარ?!_მშვიდად და მკაცრად იკითხა ალექსანდრემ
_ანგარიშს გაბარებ ხოლმე?!_გაუკვირდა ნატას_თან რა შენი საქმეა ბოღმიანი სინაბერა სად წავა?!
_კარგი,მაშინ ვერსად ვერ წახვალ_ალექსი
_ნუ მაცინებ,ვითომ რატომ ვერ წავალ?!ნატა
_იმიტომ რომ ..გთხოვ არ წახვიდე_ალექსი
სწორედ ამ დროს კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა.ეს დიტო იყო,მოვიდა და ნატაც წაიყვანა.
_მშენივრად გამოიყურები,ულამაზესი ხარ_დიტო
_მადლობა_გაუღიმა ნატამ და მანქანიდან გადავიდა.
წვეულებაზე უამრავი ხალხი ირეოდა.
_სიმართლე გითხრა ასეთი თავყრილობა არ მიყვარს_შამპანურის ჭიქა გაუწოდა დიტომ ნატას
_რაღა დაგიმალოთ და არც მე_ჭიქა გამოართვა ნატამ
_მაშინ გარეთ გავიდეთ_ხელი გაუწოდა დიტომ_და რამდენჯერ გითხარი თქვენობით მხოლოდ ლექციებზე მელაპარაკეთქო
_კარგი,კარგი სულ მავიწყდება_გაუღიმა ნატამ
_მინდა რაღაც გითხრა,იმედია არ გამიბრაზდები_შამპანური მოსვა დიტომ
_გისმენ_გაუღიმა ნატამ
_მომწონხარ_ამოისუნთქა დიტომ
_მეც მომწონხარ,წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაგიმეგობრდებოდი_ნატა
_არა ვერ გამიგე,მე როგორც ქალი ისე მომწონხარ_თვალებში ჩახედა დიტომ_უფრო მეტიც,მიყვარხარ
_დიტო!_ნატა
_ჩუ,არაფერი მითხრა_ტუჩემზე თითი ააფარა
_იცი ამას რა შეიძლება მოყვეს?!_ცოტა ხნის დუმილის შემდეგ წარმოთქვა ნატამ
_ვიცი და მზად ვარ_გაუღიმა დიტომ
_მაგრამ მე...მე იმედს ვერ მოგცემ,ახლა უნდა წავიდე მაპატიე_წამოდგა
_არ წახვიდე ნატა გთხოვ_შეევედრა დიტო
_არა უნდა წავიდე,გთხოვ გამიგე_ნატა
_მაშინ გაგაცილებ_დიტო
_მარტო წავალ გთხოვ_შეეხვეწა ნატა,დიტოც დასთანხმდა
12 საათი იყო სახლში რომ დაბრუნდა.სინათლეები ჩამქრალი იყო.
„ალბათ ყველას სძინავს,ასე ჯობია...ახლა უკვე შემელება დაფიქრება“_გაიფიქრა ნატამ და კიბეებს აუყვა.ფეხაკრეფით გაიარა დერეფანი და საკუთარი ოთახის კარი შეაღო.
კარი გაიღო თუ არა სინათლეც აინთო.
_აქ რას აკეთებ?!_გაკვირვებისაგან თვალები შუბლზე აუვიდა ნატას როცა,საკუთარ საწოლზე წამოწოლილი ალექსანდრე დაინა
_შენ გიცდი ნატა_გადახედა გოგონას
_რატომ?!
_იმიტომ_ისე უპასუხა თვალიც არ დაუხამხამებია ალექსანდრეს
მერე სწრაფად წამოდგა ალექსი,ნატასთან მივიდა ,პირისპირ დადგა და მშვიდად ჰკითხა
_შენ იცი რა არის სიყვარული?!
_რატომ მეკითხები?!_გაუკვირდა ნატას
_მიპასუხე რაც გკითხე..გულახდილად_ალექსი
_სიმართლე გითხრა არა,შენ...შენ იცი_ნატა
_კი ..შენ!_მტკიცედ მიუგო ალექსიმ და ოთახი დატოვა.ნატა კი გაშეშებული,გაოცებული იდგა და ვერ ინზრეოდა.მხოლოდ გული უცემდა ძალიან სწრაფად,გამალებით.სისხლიც უდუღდა.ეს ყველაფერი უჩვეულო იყო მისთვის.უჩვეულო და ამავდროულად სასიამოვნოც.

 

KaTooO ||  


ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ