შესვლა
რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი


პატარა გოგო

13-04-2012, 18:37
ავტორი sosobero
ნანახია 474

პატარა გოგო

შენს ერთ სხეულში ორი გული სცემს,
ტრიალ მინდორშიც კექსის სუნი გცემს
გულს რა გიჩუყებს, ხშირად არც იცი,
გულაღმა წევხარ, იღლები ვიცი.

ძაღლი ყეფს, მუცელს ბალიშს აფარებ
ცალ ხელს საბნის ქვეშ ჩემსკენ აპარებ,
მერე მაღვიძებ, ალბად მოგშივდა
შენ თავს იმართლებ, იმას მოშივდა

ჩემი პერანგიც აღარ გეტევა
ხელის გულზე ვგრძნობ მის შემოტევას
ერთი კვირაც და ოქტომბრის ბოლოს,
მკერდზე დავიწვენ პატარა გოგოს.
dle

 



ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება!