უკან: გალაკტიონ ტაბიძე

გაზაფხულდა

15 ნახვა  •  1 წთ კითხვა
რისთვის ტოკავს ხშირი შქერი,
ან ნაკადი, ან ჩანჩქერი?

იმიტომ რომ, რაც კი სძულდა,
სულის სევდა, ფიქრთა მტვერი,
აიცალა... გაზაფხულდა!